შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

24 ოქტომბერი 2023, 18:34 514 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ასამბლეის სხდომა ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში იმართება. ასამბლეას 130 ქვეყნის 50-ზე მეტი სპიკერი ესწრება.ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ასამბლეის სხდომაზე დაგეგმილია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პრეზიდენტის არჩევა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ასამბლეის ფარგლებში ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში