“ხალხის ძალის” განცხადება 

25 ოქტომბერი 2023, 14:19 490 ნახვა

„რადიკალურმა ოპოზიციამ გუშინ, რატომღაც, გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის მთელი რიგი აღიარებითი ჩვენება მიეცა. რამდენიმე რადიკალმა გულახდილად აღიარა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა'' – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი თქმით, ამას დაემატა ხათუნა სამნიძის განცხადება იმის შესახებ, რომ  ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ევროპაში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდნენ, რასაც ხელისუფლება თვეების განმავლობაში ამტკიცებდა. მათივე თქმით, ყველაზე გამორჩეული აღიარება კი, თამარ ჩერგოლეიშვილს და შესაბამისად, გიგა ბოკერიას ეკუთვნით.

ასევე აცხადებენ,  აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება უკვე საბოლოოდ გადაწყდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში