"კონტრიბუციის შეთანხმება"

26 ოქტომბერი 2023, 14:48 574 ნახვა

საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ბრიუსელში ე.წ "კონტრიბუციის შეთანხმება" გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა.

შეთანხმება ევროკომისიის მიერ საინვესტიციო გრანტის სახით 16 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს პროექტისთვის „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციები - საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება''.

პროექტის მიზანია საქართველოში განვითარდეს საგზაო-სატრანსპორტო ქსელები და ინფრასტრუქტურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში