ევროკავშირის ელჩის განცხადებამ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა, მან დაადასტურა, რომ ევროკავშირის მოთხოვნა იყო „მაუწყებლობის კანონის“ მიღება - კობახიძე

26 ოქტომბერი 2023, 13:11 537 ნახვა

ევროკავშირის ელჩის განცხადებამ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა, ელჩმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის მოთხოვნა იყო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია ამ საკითხზე თვეების განმავლობაში სპეკულირებდა.

„თვეების განმავლობაში ვაცხადებდით, რომ ამ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა, ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან, ევროკომისიის სტრუქტურებთან, რომ მათთან შეგვეთანხმებინა კანონპროექტის თითოეული დეტალი. ასეთ ფონზე, ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ახლა, ელჩის ამ განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა, ელჩმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება, მეორე – ასევე, სამუშაო პროცესიც იყო კოორდინირებული. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ განაწყენებულია ოპოზიცია, თუმცა ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები, ასეთ დროს, როდესაც მხოლოდ ფაქტის კონსტანტაცია ხდება ევროკავშირის ელჩის მხრიდან, აბსოლუტურად გაუმართლებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის მთელი რიტორიკა აგებული იყო იმაზე, რომ ქვეყანა არ მიიღებდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა ეს ვითარება იცვლება. შესაბამისად, მათ უწევთ საკუთარი რიტორიკის გადაწყობა და აქ გამოჩნდა მათი არათანმიმდევრობა.

„სამნიძე უკვე მეორედ ხდება თავისი ოპოზიციონერი კოლეგების ბულინგის მსხვერპლი. პირველად ეს იყო როდესაც მან მხარი დაუჭირა ლევან იოსელიანის კანდიდატურას და მეორედ ახლა, როდესაც მან გაიმეორა ის სიმართლე, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამტკიცებდით. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია ჩართული იყო იმ აგიტაციაში, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის არმინიჭებისკენ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს სიმართლე თქვა ხათუნა სამნიძემ და, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია დანარჩენი ოპოზიციონერების განაწყენება. ეს ბულინგის ამის ლოგიკური გამოხატულებაა. ჩვენ ამას ვამბობდით დიდი ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ სხვა სუბიექტები პირდაპირ იყვნენ ჩართულები ამ ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში“, - აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში