შეხვედრა საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან

26 ოქტომბერი 2023, 19:45 608 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველო საამიროებთან სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რითაც საქართველოსთვის დამატებით გაიხსნა 10-მილიონიანი მაღალ მსყიდველობითუნარიანი ბაზარი. საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობასაც; განიხილეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და პოტენციალი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში