ევროკომისიის სტატუსის მოლოდინში

27 ოქტომბერი 2023, 12:05 605 ნახვა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილების მიღების დრო ახლოვდება. კვლავ განსხვავებულია შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან.

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ შესრულებულა, ევროკავშირის ქვეყნებს კი საქართველოს მისწრაფება უფრო მკაფიოდ უნდა დაენახათ.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ რეკომენდაციებზე მუშაობაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია და მეტიც, მათი ნაწილი ევროპულ ქვეყნებში იმისთვის ჩადიოდა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში