აბრეშუმის გზის ფორუმი

27 ოქტომბერი 2023, 12:04 613 ნახვა

"აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში შუა დერეფნის განვითარებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით შეთანხმებები გაფორმდა. 

ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა დამატებებს 2022 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებაში, რომელიც 2022 – 2027 წლებში შუა დერეფნის განვითარების საგზაო რუკას შეეხება.

აღნიშნული დოკუმენტით განისაზღვრა ახალი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის განვითარების და ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით.  

„საგზაო რუკას“ 2022 – 2027 წლებისთვის გასულ წელს ხელი მოეწერა ყაზახეთში,  საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრაზე, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში