ქედის საკრებულოს სხდომა

27 ოქტომბერი 2023, 14:55 763 ნახვა

საკრებულოს სხდომა ჩატარდა ქედაში. დეპუტატებმა მოისმინეს ქედის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების რეგისტრაციისა და რაოდენობის შესახებ.  ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ ქედაში სოციალური დახმარების მიმღები 1916 ოჯახია.

გარდა ამისა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ გარეტყეში, „სოფლის სახლის“ პირველი სართულის მოწყობის ნაცვლად, სოფლის სახლისთვის საჭირო ინვენტარს შეიძენენ. მომხსენებლის განმარტებით, საპროექტო საინჟირნო კვლევებით დადგინდა, რომ ტერიტორიის დახრილობის გამო პირველ სართულზე, ნიადაგის ხელოვნურად მოსწორება შენობის მდგრადობას საფრთხეს შეუქმნის.

ასევე დააკმაყოფილეს მოქალაქის პეტიცია, დაბა ქედაში განთავსდეს ბანერი წარწერით „მამული, ენა, სარწმუნოება“.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში