საერთაშორისო ფესტივალი „მეგობრობის ხიდები“ ბერლინში 

28 ოქტომბერი 2023, 10:18 912 ნახვა

ბერლინში ფესტივალ „მეგობრობის ხიდების“ ფარგლებში კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბათუმის კულტურის ცენტრის კოლექტივებმა მიიღეს.

„ჯაზ ბიგ ბენდი“, მასთან არსებული კვარტეტი „მეჯიქ საუნდი“ და მომღერალი სულხან დევაძე მაყურებლის წინაშე გერმანიის ქალაქ პოტსდამში წარსდგნენ.

მონაწილეებმა მსმენელებს უკვე კარგად ნაცნობი ქართული სიმღერების განახლებული ვარიაცია და ჯაზური მუსიკის ნომრები შესთავაზეს.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ქალაქ ბერლინში გაგრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში