ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საგრანტო პროგრამა ხულოში

28 ოქტომბერი 2023, 11:03 835 ნახვა

ხულოს მერიის ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ ქალებს ხელშეკრულებები გაუფორმდათ. სხვადასხვა საპროექტო იდეით თვითმმართველობას სულ 54-მა ქალმა მიმართა.

წარდგენილი განაცხადებიდან კომისიამ 10 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. ათპროცენტიანი თანამონაწილეობის ფარგლებში თვითმმართველობამ მაქსიმუმ 5 000 ლარიანი პროექტი დააფინანსა. საგრანტო პროექტს ფინანსურად კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიაც დაეხმარა.

პროგრამა ხულოს მერიაში პირველად ამოქმედდა, იგეგმება მისი სამომავლოდ გაგრძელებაც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში