უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

29 ოქტომბერი 2023, 14:18 513 ნახვა

უმრავლესობა პრეზიდენტის მეოთხე ვეტოს დასაძლევად ემზადება - "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონზე" სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს სახელისუფლებო გუნდი მომდევნო სასესიო კვირას განიხილავს და მის დაძლევას გეგმავს.

''ოცნება'' პრეზიდენტის ნაბიჯს ოპოზიციის გეგმის ნაწილად და ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხელშეწყობის მცდელობად აღიქვამს.   

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ''ოცნებას'' სამომავლო დემონსტრაციები აშინებს და შესაბამის ზომებს წინასწარ იღებს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში