ფესტივალი „მეგობრობის ხიდები“ დასრულდა

30 ოქტომბერი 2023, 13:08 972 ნახვა

ბერლინში საერთაშორისო ფესტივალი „მეგობრობის ხიდები“ დასრულდა, რომელშიც ბათუმის კულტურის ცენტრის ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ფინალურ კონცერტს გერმანიაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე ქართული დიასპორის წევრები. საღამოზე საპატიო სიგელები გადაეცათ ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდისა და კვარტეტ „მეჯიქ საუნდის“ წევრებს.

ფესტივალში მონაწილეობისთვის კი სპეციალური სიგელი გადაეცათ ბათუმის კულტურის ცენტრსა და მაესტრო ვახტანგ გორდაძეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში