საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება

31 ოქტომბერი 2023, 12:08 609 ნახვა

უმრავლესობა  კიდევ ერთი ვეტოს დასაძლევად ემზადება. საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონზე. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ,  მოგვიანებით კი პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიები ეთანხმებიან. მათი თქმით, ცვლილებათა პაკეტი ევროპულ სტანდარტებს არ პასუხობს,  რადგანაც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

აქვე გაგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის  ივნისში პრეზიდენტმა  თქვა, რომ  ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში