საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება

31 ოქტომბერი 2023, 14:43 518 ნახვა

ე.წ. კარვების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ქართული ოცნება აღარ ჩქარობს.  სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ  კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები გაზრდილია, რაც მამუკა მდინარაძის თქმით, საფრთხეებს გამორიცხავს, მათ შორის, როგორც ამბობს, ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს. რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებებს, მიაჩნიათ, რომ თარიღებს მნიშვნელობა არ აქვს თუ როდის დაძლევს ვეტოს პარლამენტი. ისინი იმ რისკებზე საუბრობენ, რომლებიც კანონის ამოქმედების შემდეგ იჩენს თავს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში