ქობულეთის საკრებულოს სხდომა

31 ოქტომბერი 2023, 14:44 583 ნახვა

ქობულეთში საკრებულოს სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს. სხდომის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განცხადება გააკეთეს.  მათ მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის გატანის თაობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს პროცესი სამომავლოდ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. ასევე მათი თქმით, გადამზიდმა კომპანიამ დააზიანა სოფელ ქობულეთის საავტომობილო გზაც.საკითხზე ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მიმდინარე სამუშაოებისთვის ნებართვა ცენტრალური ხელისუფლებიდან არის გაცემული და მდინარიდან ინერტული მასალის ამოღება კანონის დაცვით მიმდინარეობს.  საკრებულოს სხდომაზე ქობულეთის ვიცე მერმა პროგრამულ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით,წელს ეკონომიების ხარჯზე მოხდება, მერიას დაქვემდებარებული რიგ აიპისა და შპს-ეს თანხების გამოთავისუფლება, რომელიც სხვადასხვა პროექტზე გადანაწილდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში