მოლაპარაკებები ერგნეთში

01 ნოემბერი 2023, 19:55 726 ნახვა

ერთ დღეში ორი უკანონო დაკავება. ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ, რომელსაც ქართული სოფელი ტახტისძირი ესაზღვრება, გუშინ, გვიან საღამოს 22 საათზე კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამ და კიდევ 6 მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტებს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ერგნეთში განიხილავდნენ. ამასთან დღის წესრიგში გათვალისწინებული იყო  უკანონო ბორდერიაზაციის შემთხვევებიც, რომლის ბოლო ფაქტი გუშინ დაფიქსირდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში