კამათი და დაპირისპირება პარლამენტის სხდომაზე

02 ნოემბერი 2023, 12:58 513 ნახვა

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს ხმაურითა და დაპირისპირებით გაიხსნა.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სხდომის დაწყებისთანავე სიტყვა ითხოვა და განცხადების გაკეთება ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით სცადა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ბერაიას სამარცხვინო უწოდა და თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებდა, შალვა პაპუაშვილმა კი ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა.

სხდომაზე კამათი მოგვიანებითაც გაგრძელდა, როდესაც კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, ხატია დეკანოიძემ შენიშვნებისთვის განკუთვნილ დროს სიტყვა ითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გაუთიშა და განუცხადა, რომ მისი სიტყვა კანონპროექტთან დაკავშირებული რედაქციული სახის შენიშვნა არ იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში