შეზღუდული წყალმომარაგება - ქობულეთის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება
07 მარტი 2017,
00:00
2800 ნახვა
მესამე დღეა ქობულეთის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. პრობლემა წყლის ცენტრალური მილის დაზიანებამ შექმნა. მილის შეკეთება ამ დრომდე მიმდინარეობს. წყლის პრობლემის გამო ორ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა.