არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისიას 

02 ნოემბერი 2023, 14:01 654 ნახვა

170  ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია  ევროკომისიას განცხადებით  მიმართავს. ითხოვენ  12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტურ  შეფასებასა და რეკომენდაციას, რომ  დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. 

,,გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს“ - ნათქვამია განცხადებაში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში