ირაკლი ქარსელაძის მოსმენა პარლამენტში

02 ნოემბერი 2023, 19:52 676 ნახვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დეპუტატების თითქმის ყველა შეკითხვას უპასუხა. კანონმდებლებს  სხვა კითხვებთან ერთად აინტერესებდათ,ხულო-ზარზმის, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ტემპები, ასევე რიკოთის გზა და სამუშაოების უსაფრთხოება და ხარისხი.  მინისტრის ინფორმაციით, ხულო -ზარზმის პროექტი არის გამოწვევა და იყო პრობლემები კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებით და ამოქმედდა შესაბამისი ღონისძიებები. დღეის მდგომარეობით,  ირაკლი ქარსელაძის განცხადებით,  ზარზმის მხრიდან 17 კილომტრიან გზაზე ხიდების მშენებლობა   დასრულებულია და  ამ მონაკვეთთან ერთად  5 კილომტრიანი გზის მონაკვეთის მშენებლობაც წელს დასრულდება. რაც შეეხება ბათუმის შემოვლით გზას, სამინისტრო სამუშაოების დასრულებას 2024 წლისთვის  გეგმავს.  რაც შეეხება რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებს, მინისტრმა დეპუტატებს უპასუხა, რომ მეწყრული კერის აღმოჩენის გამო,  დაიწყო პირველადი ღონისძიებების გატარება  საფრთხის მინიმალიზაციისთვის, რის გამოც ამუშავდა ავტომობილების გადაადგილების სპეციალური რეჟიმი, რომელიც ნოემბერში მოიხსნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში