დეპუტატები  რუსთავი  2-ის  საქმეზე

07 მარტი 2017, 00:00 2778 ნახვა

დღეს უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სხდომის დაწყებამდე კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სხდომათა დარბაზში პლაკატი მიიტანეს, სახელწოდებით ,,ხელები შორს თავისუფალი მედიისგან”. მათ ტელეკომოპანიის ირგვლივ განვითარებული პროცესები კიდევ ერთხელ დაგმეს და    რეზოლუციის პროექტის მომზადებაც დაანონსეს. ქართული ოცნების წარმომადგენლისთვის კი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მედიის თავისუფლებაზე გაკეთებული განცხადება მიუღებელია. რუსთავი ორის პარალელურად,  ტელეკომპანია ,,იბერიას” მაგალითი გაიხსენა ზაზა ოქუაშვილმაც. 

ამავე კატეგორიაში