სალომე ზურაბიშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

03 ნოემბერი 2023, 19:09 645 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტმა 19 ოქტომბერს მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

პარლამენტმა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში