გააკეთე ევროკავშირთან ერთად

04 ნოემბერი 2023, 10:58 583 ნახვა

„გააკეთე ევროკავშირთან ერთად“ - ეს არის ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 2 წლის განმავლობაში საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე, მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში გადამზადდება.

პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა,  საქართველომ 2014 წლიდან ინტენსიურად დაიწყო ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს განვითარება.

პროექტის მონაწილეები კი გადამზადდებიან ისეთ მოთხოვნად პროფესიებში როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მეცნიერება, Cloud სერვისები, პროექტის მენეჯმენტი და სხვა.

ამასთან, 1000 IT სპეციალისტს საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვების საშუალება ექნება, 300-ს კი დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში