ქარელში არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და სექსუალურად იძალადეს

06 ნოემბერი 2023, 12:58 658 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.

არსებული ინფორმაციით, გოგო 13 წლისაა. მომხდართან დაკავშირებით კი 1 პირია დაკავებული.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში