საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - შეფასებები

06 ნოემბერი 2023, 15:04 492 ნახვა

2 დღე რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღემდე. მართალია ევროკომისია ერთ თვეში გამოაცხადებს ვიმსახურებთ  თუ არა კანდიდატის სტატუსს, თუმცა მანამდე,  8 ნოემბერს,  ევროპელი ლიდერები გამოაქვეყნებენ მოხსენებას, რომლითაც გავიგებთ, 12 რეკომენდაციიდან რამდენს ჩაგვითვლიან შესრულებულად. ანუ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, გამოიკვეთება ძირითადი კონტურები, როგორია  მათი განწყობა. 

ევროპული პერსპექტივიდან კანდიდატის სტატუსამდე კი საქართველოში სახელისუფლებო პარტიის განწყობა ოპტიმისტურია.

შეიძლება ითქვას, იგივე მოლოდინი აქვთ ოპოზიციასაც, თუმცა მიაჩნიათ, რომ თუ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო ეს ხალხის და არა ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯების დამსახურება იქნება. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში