ზონალური საბჭოს სხდომა

07 მარტი 2017, 00:00 2778 ნახვა

საზოგადოების ინტერესი მშენებლის კომერციულ გათვლაზე მაღლა – ასე შეაფასდა დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ ზონალური საბჭოს სხდომა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები. აჭარის მთავრობის მიერ შექმნილმა საბჭომ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალში მდებარე შენობებზე მშენებლების ნებართვებს განიხილავს, სხდომაზე გატანილი 22 საკითხიდან 18 დაიწუნა და სანებართვო დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით განმცხადებლებს უკან უბრუნებს. ზონალური საბჭო 2009 წლიდან მოქმედებს და ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, დღევანდელი სხდომა კულტურული მემკვიდრეობის არეალში ქალაქის არქიტექტურისა და იერსახის შენარჩუნების მხრივ მიღებული გადაწყვეტილებებით უპრეცედენტო იყო.

ამავე კატეგორიაში