13 წლის გოგონას გატაცებასა და მასზე სექსუალურ ძალადობაში დაკავებულს ბრალი წარედგინა

06 ნოემბერი 2023, 19:48 609 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ 13 წლის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 13 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა.პირი პოლიციამ 5 ნოემბერს დააკავა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დადგენილ ვადაში მიმართავს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში