კანდიდატის სტატუსის მოლოდინში

07 ნოემბერი 2023, 12:00 722 ნახვა

ხვალ ევროკომისიის შუალედური დასკვნა გამოქვეყნდება, ზუსტად 1 დღეში გახდება ცნობილი გასცემს თუ არა კომისია რეკომენდაციას 27 წევრი ქვეყნისთვის, მიანიჭონ თუ არა წლის ბოლოს, საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი.   

გადაწყვეტილების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკურ სპექტრში იზრდება ურთიერთბრალდებები, ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით თუ საქართველო სტატუსს მოიპოვებს ეს სრულად შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების და არა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამსახურება იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით კი ბოლო 1 წლის განმავლობაში გეოპოლიტიკური გარემო არ შეცვლილა, საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და ელოდება დადებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში