პრორუსულ სახელმწიფოებს, რუსეთი, ასეთ ტრაგედიას არ უწყობს, ლოგიკას მოუხმეთ - ცოტნე ანანიძე ოპოზიციას

07 ნოემბერი 2023, 15:28 519 ნახვა

ოპოზიციას - რუსეთთან მაამებლური პოლიტიკის მატარებელ ხელისუფლებებს, პრორუსულ მთავრობებს, რუსეთი, ასეთ ტრაგედიას არ უწყობს! ლოგიკას მოუხმეთ! ამ რთულ სიტუაციაში მაინც, გამოიჩინეთ ადამიანობა, იაზროვნეთ სახელმწიფოებრივად, შეწყვიტეთ მმართველი პარტიის მისამართით უსაფუძვლო ბრალდებების შეთხზვა და თუკი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება არ შეგიძლიათ, გაჩუმდით მაინც, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ განაცხადა.

ცოტნე ანანიძე მწუხარებას გამოთქვამს, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტების წარმომადგენლების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"მნიშვნელოვანია, ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული მოქალაქის სწრაფი და მშვიდობიანი გათავისუფლება. ამ საკითხზე ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. ამასთან, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდებთ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთადერთი გზა - დეოკუპაციისკენ და გზა, რეგიონში, მშვიდობის გამყარებისთვის“, - აცხადებს ცოტნე ანანიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში