ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში

07 ნოემბერი 2023, 20:14 621 ნახვა

სოფელ კირბალთან მომხდარი თბილისში მყოფი ევროპელი დიპლომატების დღევანდელი ოფიციალური შეხვედრების  მთავარი საკითხი იყო. აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას პარლამენტში მართავდა შეხვედრას. ისინი შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ.  პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი  კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზეც იყო. განაცხადეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ დასრულდეს ოკუპაცია. დელეგაცია საპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდა. მათი თქმით, მთავარი საკითხი კირბში მომხდარი იყო, ასევე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ევროკავშირში საქართველოს სწრაფვა. დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში