ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს

08 ნოემბერი 2023, 12:04 566 ნახვა

საქართველოს ევროპული მომავლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე.  სწორედ დღეს გაირკვევა არის თუ არა მზად ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, დღევანდელი მოხსენება იქნება ერთ-ერთი მთავარი სათქმელი რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს უკვე დეკემბერში ევროკომისია. ანუ დღეს ევროპელი ლიდერებისგან მოვისმენთ მთავარ გზავნილებს ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ. 

პრესკონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და კომისარი ოლივერ ვარჰეი გამართავენ.  

ანგარიშში შეფასებული იქნება საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესი, ანუ როგორ გაართვა თავი დავალებებს საქართველოს მთავრობამ?  

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში