კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეებისთვის, ჩვენ მივიღეთ 2023 წლის გაფართოების პაკეტი - ევროკომისია 

08 ნოემბერი 2023, 15:49 494 ნახვა

კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და ბოსნია-ჰერცოგოვინას მოქალაქეებისთვის მათ ევროკავშირში მისწრაფებასთან დაკავშირებით -  ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

"ჩვენ მივიღეთ 2023 წლის გაფართოების პაკეტი, რომლის რეკომენდაციაც არის უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან გაწევრაინებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც კი შესაბამისობის საჭირო ხარისხი მიღწეული იქნება. ჩვენი კავშირის სრულყოფა, ბუნებრივი ჰორიზონტია," - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

მათივე განცხადებით, საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რათა გაეძლიერებინა თანამშრომლობა ევროკავშირთან და გაზარდა რეფორმების ტემპი უკანასკნელ თვეებში, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას, რომლებიც იყო იდენტიფიცირებული საქართველოს წევრობის განაცხადში.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში