ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მთავრობას - ოლივერ ვარჰეი კირბალთან მომხდარზე

08 ნოემბერი 2023, 16:00 514 ნახვა

ჩვენ ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, ამგვარი ინციდენტი მოხდა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეები და ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნა ვარჰეიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში