ნიკა მელიას შეთავაზება და გამოხმაურებები

10 ნოემბერი 2023, 14:01 573 ნახვა

რას ფიქრობენ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის შეთავაზებაზე ოპონენტები და მისივე პარტიის წევრები. დაიმსახურა თუ არა ინიციატივამ ადრესატების მოწონება?

''ნაციონალური მოძრაობში'' ნაწილმა ნიკა მელიას ინიციატივას დასწრება დაარქვა, ნაწილისთვის კი ეს მანიფესტი დაპირისპირების დასრულების იმედს იძლევა. ხაბეიშვილის ფლანგისთვის მელიას ეს ნაბიჯი გაუგებარია და ამბობენ, რომ უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარის მისამართით „ჩრდილოვან მმართველობაზე“ საუბარი პარტიას აზიანებს.

მელიას ინიციატივით, ახალი პარტიის შექმნის მცდელობა დაინახეს „ქართულ ოცნებაში“, თუმცა ფიქრობენ, რომ ვერანაირი სიახლე  ენმ-ს სახელს ვერ გასცდება.

სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია შიდა პარტიული დაპირისპირებების დასრულება, რადგან   საბოლოოდ  საერთო ოპოზიციურ სურათზე  უარყოფითად აისახება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში