ტურიზმის დინამიკა მზარდია - მარიამ ქვრივიშვილი

11 ნოემბერი 2023, 11:11 971 ნახვა

ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის 2023 წლის სამი კვარტლის შედეგები გააცნო მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ტურიზმის სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის სამ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი - 3.3 მილიარდი აშშ დოლარი დაფიქსირდა.

მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ საერთაშორისო შეჯიბრების შესახებ, რომლებიც ქვეყნის ზამთრის კურორტებზე - გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში