უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ უარი თქვას ოკუპაციაზე - სალომე ზურაბიშვილი

11 ნოემბერი 2023, 18:00 551 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ამის შესახებ მან LI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გასვლაც.მისივე თქმით, ვიდრე რუსეთი იკავებს თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ სხვის ტერიტორიას, რუსეთი ვერ იქნება ის პარტნიორი, რომელიც ისევ გვსურს, ვიხილოთ ევროპული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში