საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთდროულად გახდებიან - ზურაბიშვილი

11 ნოემბერი 2023, 18:08 581 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთდროულად გახდებიან.  

კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას - არიან თუ არა ევროპელები მიზანმიმართულები მაშინ, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომხრეა, რომ უკრაინა შევიდეს ევროკავშირში, მაგრამ 2030 წელს.

წამყვანის შეფასებაზე, რომ „2030 წელი შორსაა უკრაინელებისთვის, საქართველოსთვის კი ეს შეიძლება კიდევ უფრო გვიან მოხდეს“ საქართველოს პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს ერთდროულად მოხდება.

პრეზიდენტის თქმითვე მიღებული თანხმობა-რეკომენდაცია ევროკომისიისგან, კიდევ უნდა განმტკიცდეს ევროკავშირის მიერ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში