პრეზიდენტის ინტერვიუ – შეფასებები

12 ნოემბერი 2023, 15:08 640 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ ორი დღეა განხილვის თემაა. მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს მავნებლობაში ადანაშაულებს. საუბარია ინტერვიუზე, რომელიც პრეზიდენტმა ფრანგულ მედიას მისცა.

კითხვაზე - იმედოვნებს, თუ არა, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, პასუხობს, რომ მისი შინაგანი რწმენით ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

ზურაბიშვილის პოზიციას მმართველი გუნდი მალევე გაემიჯნა და, განცხადების მიღმა, სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთთან ურთიერთობის დაზიანების მცდელობა ამოიკითხა.

საკითხის შეფასებისას ოპოზიციის ნაწილი ფრთხილობს და ნათქვამს არასწორად გაგებულს უწოდებს, ნაწილი კი პრეზიდენტის პოზიციებს იცავს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში