“ახალგაზრდული შემოდგომა” ქედაში

12 ნოემბერი 2023, 18:04 935 ნახვა

ფესტივალი ქედაში - ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა მწერლის თინათინ ბერიძის წიგნის „ცხოვრება ჩოგბურთის წესებით“ პრეზენტაცია შედგა. მოეწყო თვითნასწავლი მხატვრის, ანეტა ჯაბნიძის ნახატების გამოფენა და მოიხატა კედელი.

ღონისძებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები. აქტივობები „ქედის სათემო განათლების ცენტრმა“  „კავკასიური სახლის“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა, რომლის მიზანი ქედაში მცხოვრები ახალგაზრდების წარმატების წარმოჩენაა.  

„ახალგაზრდულ შემოდგომას“ გერმანიის ელჩი დაესწრო. ელჩმა ქვეყანას ევროკავშირის გადაწყვეტილება მიულოცა და წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში