პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

13 ნოემბერი 2023, 14:44 477 ნახვა

ევროკომისიის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის წერილი მოჰყვა,  რომლის მიზანიც  როგორც  პაპუაშვილი წერს ''იმ მითების  გაქარწყლებაა   საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის წევრობის შესახებ, რომლებიც გამოიგონეს და ბოლო რამდენიმე თვეში გაავრცელეს“.  საკმაოდ ვრცელ სტატიაში საუბარია ხუთ მითზე. ქვეყნის პირველი კანონმდებლის აზრით,  უმთავრესი მითია  თითქოს საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა გააკეთა კანდიდატის სტატუსისათვის  12 პრიორიტეტის სათანადოდ შესრულების გარეშე.   

პაპუაშვილი კი ამის საპირისპიროდ ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ ევრორეკომენდაციებზე  ფაქტობრივად მარტომ იმუშავა.  მითი ნომერი ორი და   კრემლის ჩვეული   ტაქტიკაა პაპუაშვილისთვის განცხადებები იმის შესახებ, რომ სტატუსს იმსახურებდა ხალხი და არა მთავრობა.

რაც შეეხება მესამე მითს,   რომ  საქართველოს მთავრობა დისტანცირდა ევროპისგან, შალვა პაპუაშვილის არგუმენტია ის, რომ  ქართულმა ოცნებამ 2018 წელს მიღებულ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შეიტანა ორმაგი დებულება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.    

ოპოზიციამ ბევრი გააკეთა სტატუსის მისაღებად,  აღნიშნული წარმოადგენს ყველაზე მანკიერ და ცინიკურ მითს, და ბოლოს იყო თუ არა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობის ,, დამსახურება“ , პარლამენტის თავმდჯომარე მეხუთე მითს ასე ასრულებს, რომ  გეოპოლიტიკური ფაქტორები ქმნიან ხელსაყრელ ან რთულ გარემოს, თუმცა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა იგი ამ გარემოებებს სათავისოდ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში