დეკანოზის ოჯახის უსაფრთხოება

08 მარტი 2017, 00:00 2708 ნახვა

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დაადასტურა, რომ დეკანოზის ოჯახის წევრების უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს. საგამოძიებო უწყებაში  იმედს გამოთქვამენ, რომ  დეკანოზი შეასრულებს პირობას და გასცემს პასუხებს გამოძიებას მის მიმართ არსებულ კითხვებზე. ის, რომ სასულიერო პირის ოჯახის წევრებს იცავენ, მთავარი ამაზე ორი დღეა საუბრობს, თუმცა ეს ინფორმაცია პროკურატურაში მხოლოდ დღეს, ბრიფინგზე დაადასტურეს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში