ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს

14 ნოემბერი 2023, 11:02 483 ნახვა

მომავალი წლის არჩევნებზე ოპოზიცია არსებულ ბარიერსაც ვერ გადალახავს, ამიტომაც ითხოვენ საარჩევნო ბარიერის დაწევას - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია.

გარდა ამისა აცხადებენ, რომ დათქმის შესაბამისად, საკითხს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდებოდნენ, თუ ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა, რაც მათი თქმით, არ შესრულდა. საკითხი კვლავ განხილვის საგანია პოლიტიკურ წრეებში.

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ბარიერის დაწევა ხელს შეუწყობს პარლამენტის მრავალპარტიულობას. 

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში