საგარეო უწყების მილოცვა

08 მარტი 2017, 00:00 1875 ნახვა

”ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით შედეგი გამოიღო”-ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაციის გამოქვეყნებას.  განცხადებაში ნათქვამია, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. 

ამავე კატეგორიაში