დიპლომატების მიმართვა

08 მარტი 2017, 00:00 1997 ნახვა

აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის დიპლომატმა ამერიკელ სენატორებს მოუწოდეს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შეინარჩუნოს, - იუწყება სააგენტო როიტერი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ამერიკაში პოლონეთის, საქართველოს, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ელჩები სენატის ასიგნირების ქვეკომიტეტის სხდომას დაესწრნენ, სადაც რუსეთის მიერ მათ ქვეყნებში განხორციელებული ქმედებები განიხილებოდა.  დიპლომატებმა რუსეთის ქცევა როგორც „ჰიბრიდული ომი“ აღწერეს, რაც კიბერშეტევებსა და პროპაგანდას და ძალის გამოყენებას ან ძალის გამოყენების მუქარას შეიცავს. აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ მაგალითად მოიყვანა რუსული მაუწყებლები, რომლებიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებენ. 

ამავე კატეგორიაში