რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება

15 ნოემბერი 2023, 11:15 652 ნახვა

კირბალში მომხდარი "ინციდენტის" შემდეგ, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ე.წ. საზღვარზე ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად.  ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

ლავროვის მოადგილე ქართველებს ადანაშაულებს ე.წ. საზღვრის კვეთაში. ამასთან ლავროვის უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე. 

ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში.შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში