შეხვედრა ბსუ -ში

15 ნოემბერი 2023, 18:19 723 ნახვა

ამერიკელი მედიაექსპერტების საჯარო ლექციები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორები ბილ სილკოკი და კენ ფოსკეტტი ქართველ ჟურნალისტებს, სტუდენტებსა და ლექტორებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და ორ დღის განმავლობაში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ დეზინფორმაციის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის, სოციალური მედიისა და არჩევნების გაშუქების შესახებ. ვორქშოპი ~მედია განათლების~ პროექტის ფარგლებში იმართება, რომელსაც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით 2020 წლიდან ახორციელებს. თანამშრომლობის ფარგლებში უცხოელ ექსპერტებს ბსუ უკვე მესამედ მასპინძლობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში