2024 წლის ბიუჯეტის განხილვა

15 ნოემბერი 2023, 20:01 1094 ნახვა

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა დეპუტატების მხრიდან კითხვა- პასუხის რეჟიმსაც მოიცავდა. კითხვებსა თუ შეფასებებში დღეს, ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებდა. დეპუტატები ამბობდნენ, რომ ესაა წინასაარჩევნო ბიუჯეტი. რომან გოცირიძე და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები კითხვებს სვამენ მთავრობის გაზრდილ სარეზერვო ფონდთან დაკავშირებითაც. ანი წითლიძე კი სკოლებში მოსწავლეთა უფასო კვების საკითხს განიხილავს და მთავრობას მოუწოდებს, გამოძებნოს საჭირო 200 მილიონი ამ პროექტისთვის. კითხვები დაისვა ჯანდაცვის მიმართულებითაც. დაფინანსება არ იზრდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამებისთვის. რაც შეეხება უმრავლესობას, დეპუტატების დიდი ნაწილი იწონებს გაზრდილ ბიუჯეტს. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტის მიერ გამოთქმული 22 შენიშვნიდან 21 გაითვალისწინა და ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი წარმოადგინა დღეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში