დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

16 ნოემბერი 2023, 13:35 706 ნახვა

დავით სერგეენკოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. ამის შესახებ დადგენილებას კენჭისყრისას საკანონმდებლო ორგანოში 78 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2-კი წინააღმდეგი წავიდა.

უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დავით სერგეენკომ პარლამენტის თავმჯდომარეს 2023 წლის 27 ოქტომბერს მიმართა.

დღეს დილით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განცხადების ნამდვილობაზე იმსჯელა და დადებითი დასკვნა ბიუროს გადაუგზავნა, რის შემდეგაც საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს და მხარი დაუჭირეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში