ენმ-ის ბრიფინგი 

16 ნოემბერი 2023, 14:18 551 ნახვა

2024 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს აკრიტიკებენ ოპოზიციაში. აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, რეგიონის  მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი არა მოსახლეობის საჭიროებებზე, არამედ თანამდებობის პირების კომფორტზეა მორგებული.

დღეს პარტიის ოფისში დეპუტატებმა განცხადება გააკეთეს და ხელისუფლებას საკუთარ ინიციატივას სთავაზობენ. მათ შორის, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე სხვადასხვა სახით დახმარების გაზრდა. მაგალითად   0-3 წლამდე  ბავშვების კვების უზრუნველყოფა, ასევე 18 წლამდე ბავშვებისთვის გათვალისწინებული დახმარების დამატებით 100 ლარით გაზრდა.

200 ათასი ქულის მქონე ოჯახების  სტუდენტებისთვის საცხოვრებლის პრობლემის მოგვარება. 

ოპოზიციის პრიორიტეტების დოკუმენტში ასევე წერია, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციოს აგროტურიზმის, მეფუტკრეობის, მეთევზეობის განვითარებას. ამის გარდა, მოითხოვენ საჯარო სკოლებში საბაზისო  კლასის მოსწავლეების უფასო კვებას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 700 მილიონი ლარია, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 100 მილიონით მეტია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში