ლევან ლორთქიფანიძემ გახარიას გუნდი დატოვა

16 ნოემბერი 2023, 18:27 513 ნახვა

გახარიას გუნდი კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. ლევან ლორთქიფანიძემ პარტიის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ერთ-ერთ მიზეზად ბოლო პერიოდში პარტიის „ ნაციონალურ მოძრაობასთან„ გაიგივება დაასახელა. „დიდი წარმატებაა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის მუშაობას უკავშირდება„ - წერს ფეისბუქ გვერდზე ლევან ლორთქიფანიძე. ლორთქიფანიძემ ერთი საათის წინ გააკეთა სატელეფონო კომენტარი მთავართან, განაცხადა რომ პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი, მენეჯმენტის რეგიონებისადმი გულგრილი დამოკიდებულება და უშედეგო მუშაობა დაასახელა. თემაზე არაფერს ამბობენ ყოფილი თანაგუნდელები, ერთადერთი ვინც დღეს ლორთქიფანის განცხადება შეაფასა ანა ბუჩუკურია. მას უკვე ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელწერას აგონებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში